(თბილისი, 2019 წლის 22 აგვისტო) – საქართველოს შახტებსა და მაღაროებში მშრომელთა უსაფრთხოება
სერიოზული რისკის ქვეშაა ხელისუფლების მხრიდან არასაკმარისი რეგულირების გამო. არასაკმარისი
რეგულირების შედეგია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების არსებული პრაქტიკა, რომელიც
პრიორიტეტს წარმოების მასშტაბებს ანიჭებს და მშრომელთა უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებს,
- განაცხადა Human
Rights Watch-მა დღეს გამოცემულ ანგარიშში.
60-გვერდიანი ანგარიში „არც
ერთი წელი სიკვდილის შემთხვევათა გარეშე“ - დეტალურად აღწერს, თუ შრომითი უფლებების
არასაკმარისმა დაცვამ და ხელისუფლების მხრიდან შეზღუდულმა ზედამხედველობამ როგორ გახადა
შესაძლებელი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ისეთი პრაქტიკის აყვავება, რომელიც ხელყოფს
მშრომელთა უსაფრთხოებას. საქართველოს შრომის კანონმდებლობა არასაკმარისად არეგულირებს სამუშაო საათებს, შესვენების
დროს, ყოველკვირეულ დასვენებას და ღამის საათებში მუშაობას და არ უზრუნველყოფს ხელისუფლების
მხრიდან შრომის პირობების სრულ ინსპექტირებას.